როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს “ფაუნტეინ ჯორჯია” პოლიგრაფიულ სფეროში ერთერთ მნიშვნელოვან სეგმენტში მოღვაწეობს – ეს გახლავთ სარეკლამო-საგამომცემლო პროფილი. ამ პროფილის ფარგლებში საკმაოდ ვრცელია ტიპიური პროდუქციის ჩამონათვალი:

სავიზიტო ბარათი, სტიკერი, ეტიკეტი, მისალოცი, სატიტულო და სხვა ტიპის ბლანკი, ფლაერი, ბუკლეტი, პლაკატი, ბანერი, საქაღალდე, კალენდარი კედლის, კალენდარი სამაგიდო, კალენდარი-დღიური, ვობლერი, ჰენგერი, საფასე, სადახლე, კოლოფი სარეკლამო, სხვადასხვა ტიპის არასტანდარტული სარეკლამო პროდუქცია, ბლოკნოტი, ბროშურა, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი, კატალოგი.

    პოლიგრაფიული საწარმო “ფაუნტეინ ჯორჯია”-ს ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფს პროდუქციის დამზადებისთვის საჭირო სრულ საწარმოო ციკლს. შეკვეთები სრულდება ხარისხიანი მასალების გამოყენებით და ტექნოლოგიების სრულყოფილი დაცვით. პერსონალის პროფესიონალიზმი და მოქნილი მენეჯმენტი ამაღლებს გამტარობას. დამკვეთების რაოდენობრივი და თვისობრივი ნიშნები ქმნის კომპანიის მდგრად რესურსულ ბაზას და პროგრესირებად ფინანსურ მდგომარეობას.

    ზემოთჩამოთვლილი უდავოდ განაპირობებს შეკვეთების ხარისხიან და ოპერატიულ შესრულებას, მოქნილ სატარიფო პოლიტიკას და დამკვეთისათვის მისაღებ ანგარიშსწორების პირობებს, რაც შპს “ფაუნტეინ ჯორჯიას” დამახასიათებელი ნიშნებია.