თითოეულ საწარმოო უბანზე დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ორგანიზაციაში პერმანენტულად ხორციელდება შეკვეთების ტექნოლოგიური დეტალების ანალიზი, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მონახვა. აღნიშნული ერთის მხრივ განაპირობებს შეკვეთის ღირებულების ოპტიმიზაციას და მოქნილს ხდის ფირმის სატარიფო პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ პროგრესულად მოქმედებს კადრების კვალიფიკაციაზე. ორგანიზაციაში დასაქმებული არიან პოლიგრაფიული განათლების მქონე ახალგაზრდები, რაც იშვიათია ქვეყნის პოლიგრაფიულ საწარმოო პრაქტიკაში.

    საწარმოო უბნების მართვას და მათ შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფენ საშუალო დონის მენეჯერები: შეკვეთების მენეჯერი ახდენს დამკვეთებთან ურთიერთობას, პროდუქციის ფასების მიწოდებას, პროდუქტის ტექნოლოგიურ გააზრებას, ბეჭდვამდელი უბნის მართვას და შეკვეთის გადაცემას წარმოების მენეჯერისთვის, რომელიც კურირებს შემდგომ ეტაპებს პროდუქციის საბოლოო სახით ჩაბარებამდე.

    მართვის არსებული სისტემა საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეკვეთის დამზადების დრო და პროდუქცია დამკვეთს მიეწოდოს დაჩქარებულ რეჟიმში (წინასწარი შეთანხმების შესაბამისად).

    სულ ორგანიზაციაში დასაქმებულია 25 ადამიანი.

    ორგანიზაციაში მუდმივად სუფევს მშვიდი საქმიანი ატმოსფერო, თანამშრომლების ურთიერთობა ხასიათდება კოლეგიალური და მეგობრული ნიშნებით.